დღეს ერთ ფრიად promising სახელწოდების მქონე სტატიას გადავაწყდი – This Man Asked A Simple Question Online That Shut Down The Whole Anti-Abortion Argument , რომელშიც ვინმე პატრიკ ტომლინსონს თავი მოაქვს იმით, რომ ხმას აწყვეტინებს აბორტის ყველა მოწინააღმდეგეს. და ვინაიდან ეს ის საკითხია, რომლის გამოც თავს ფემინისტთა რიგებში ვერ ვაყენებ (თუმცა შეიძლება აბორტის მოწინააღმდეგე ფემინისტებიც არსებობდნენ, მაგდენი ნამდვილად არ ვიცი), იმ იმედით წავიკითხე, რომ აქ მაინც ვნახავდი ისეთ არგუმენტს, რაც მინიმუმ შეარყევდა ჩემს რწმენას.
და შემრჩა კი მორალური დილემა…
რას იზამდით თუ ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდით და დადგებოდით არჩევანის წინაშე – გადაარჩინოთ 5 წლის მტირალი ბავშვი თუ 1000 ემბრიონიანი კონტეინერი?
ტომლინსონი თვლის, რომ ამ დილემას ერთადერთი სწორი პასუხი აქვს და თანაც მისი წარმოთქმა ავტომატურად აბორტის მოწინააღმდეგეობიდან მის მომხრედ გაქცევს.
არ ვიცი წლების განმავლობაში ვის სთავაზობდა ეს კაცი ამ დილემას, რომ ასე დარწმუნებულია მის “საყოველთაობაში”, მაგრამ მეეჭვება ის როდესმე ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორისთვის – მაიკლ სანდელისთვის დაესვას, რომლის საოცრად შთამბეჭდავი ლექციის მოსმენამ თავის დროზე მართლა ძალიან დამაბნია და მიმახვედრა რამდენად მყიფეა ის, რასაც მორალს ვუწოდებთ. ვურჩევ ყველას (სამწუხაროდ მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ჯერჯერობით)
სანდელი თავის კურსს სამართლიანობაზე იწყებს ასეთი ისტორიით – წარმოიდგინე, რომ ხარ ტრაილერის მძღოლი, რომელიც მთელი სიჩქარით მიდის გზაზე. უეცრად ხედავ, რომ გზის ბოლოს 5 მუშა საქმიანობს, შენ კი მუხრუჭმა გიმტყუნა… ხუთივე განწირულია, მაგრამ აქვე შენიშნე, რომ მარჯვნივ კიდევ ერთი გზა გადის, სადაც ერთი მუშაა მხოლოდ… რას იზამ? გადაუხვევ? აუდიტორიის უდიდესმა ნაწილმა ჩათვალა, რომ უნდა გადაეხვია – “ხუთი ჯობია ერთს” პრინციპი